სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "გუმბათი ჰოლდინგი" 8 წლიანი სტაბილური საქმიანობის შემდეგ, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც რებრენდინგითაც გამოხატა.

კომპანია 2014 წლიდან აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსებს და კომერციულ ფართებს როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებში, ასევე ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ რეგიონებში, როგორებიცაა აჭარის რეგიონი და ბაკურიანი.

„ლოგოს შექმნისას, მთავარი დავალება იყო, სიმბოლოს გამოეხატა ბრენდის ხასიათი, სტილი და ფილოსოფია, რომლითაც წლების მანძილზე გამოირჩეოდა იგი. ბრენდის მთავარი ფილოსოფია კი მდგომარეობს სიმარტივეში, დახვეწილობასა და ინდივიდუალიზმის აღქმაში.

თითოეული სახლი თავიდან ბოლომდე წარმოადგენს ერთ უნიკალურ ისტორიას, ერთად შეკრებილი ეს ისტორიები ნაწილობრივ თითქოს შეიძლება ერთმანეთს ჰგავდეს, მაგრამ ამავდროულად,  მათ შორის არცერთია იდენტური. სწორედ პატარ-პატარა ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო ნაწილაკებისგან დგება საბოლოოდ სრული სურათი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული დეტალი ემთხვეოდეს მომხმარებლების გემოვნებას, სურვილებსა და მოთხოვნებს. ეს ყველაფერი გვინდოდა გამოხატულიყო ლოგოში, რაც ვფიქრობთ, წარმატებით გამოგვივიდა“, — ელენა მახარობლიშვილი, „გუმბათი ჰოლდინგი“-ს  მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ლოგოზე „დიზაინ სტუდია ორი“-მ იმუშავა.

მთავარი მოცემულობა იყო, რომ გარდა ბრენდის ფილოსოფიის გათვალისწინებისა, შეგვექმნა ისეთი ვიზუალური იდენტობა, რომელიც ხაზს გაუსვამდა „გუმბათი ჰოლდინგი“-ს სტაბილურობასა და პრემიუმ ხარისხს, ამასთანავე იქნებოდა კომფორტული, ადვილად მართვადი და საიმედო განცდას დატოვებდა მომხმარებელში.

ბრენდინგზე მუშაობისას ჩვენს მთავარ მოტივად ვაქციეთ ოქროს კვეთის პრინციპი, როგორც სიმეტრიისა და პროპორციის სიმბოლო არქიტექტურაში. მასზეა აგებული, როგორც ლოგო, ასევე ვიზუალურ სტილში არსებული გრაფიკული ელემენტები. ოქროს კვეთის თანაფარდობის გამოყენებამ დიზაინში საშუალება მოგვცა მიგვეღო ისეთი კომპოზიციური გადანაწილებები, რომლებიც სასიამოვნო და მოწესრიგებულ განცდას დატოვებდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად. ტიპოგრაფიის საათის ისრის მიმართულება სიმბოლოსთან თანხვედრაშია, მისით იწყება და მისით მთავრდება და ერთიანი წრედი იქმნება, რაც მეტ დინამიკურობას სძენს ლოგოს და ერთიანად შეკრულს ხდის მას“, — გვანცა ჩიჯავაძე, სოფო გურასპაშვილი ,,დიზაინ სტუდია ორი“-ს გრაფიკული დიზაინერები, თანადამფუძნებლები.

რაც შეეხება ფერებს, ნარინჯისფრის სახით ნაწილობრივ შენარჩუნდა ბრენდის არსებული სიმბოლოს ფერი, როგორც სინათლისა და წარმატების გამოხატულება, რომელიც დატანილ იქნა მუქ ნაცრისფერზე, ბრენდის სოლიდურობისა და სტაბილურობის მანიშნებლად, ასევე გრაფიკულ ელემენტებში ფრაგმენტულად შემოვიდა მწვანე ფერი, რომლითაც ხაზი გაესვა კომპანიის სამშენებლო კონცეფციას – ურბანული დასახლების შუაგულში შეიტანოს რაც შეიძლება მეტი სიმწვანე და მაქსიმალურად  შენარჩუნებული იყოს ბუნებასთან ჰარმონია.

„გუმბათი ჰოლდინგი“ როგორც უკვე აღვნიშნეთ, 8 წელია ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზეა და ამ დრომდე მის პორტფელში შედის არაერთი ექსპლუატაციაში შეყვანილი პროექტი, მათ შორისაა ,,ვერეს უბანი“ – ბიზნეს ცენტრი ვერაზე და ,,ბულვარის კარიბჭე“ ბათუმში, რომელიც გამოირჩევა უნიკალური დიზაინით.

მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ერთი პროექტის, „იპოდრომი რეზიდენსი“-ს მშენებლობა სრულდება თამარაშვილზე. გარდა ამისა, დაწყებულია მრავალფუნქციური, პრემიუმ კლასის კომპლექსის მშენებლობა ვაკეში. „ვაკე რეზიდენსი“ ყიფშიძის ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირიდან 100 მეტრში მდებარეობს, რომლის გაყიდვებიც მომავალი კვირიდან დაიწყება.

სრულად: https://www.marketer.ge/gumbati-holdingis-rebrendingi/

მსგავსი სიახლეები