სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “გუმბათი ჰოლდინგი” 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე.


ამ დრომდე კომპანიას 5 პროექტი აქვს დასრულებული და ექსპლოატაციაში შეყვანილი, რომელიც მოიცავს საყოფაცხოვრებო და კომერციულ ფართებს თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში.


,,გუმბათი ჰოლდინგი“-ს პორტფელში შედის ,,ვერეს უბანი“ - ბიზნეს ცენტრი ვერაზე, ,,ბულვარის კარიბჭე“ ბათუმში, მიმდინარე პროექტი ბაკურიანში - ,,ვილა კოხტა მიტარბი“, ასევე მიმდინარე პრემიუმ კლასის პროექტები იპოდრომთან და ვაკეში, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და უნიკალური კონცეფციით.


მშენებელ კომპანიას წარმოადგენს ,,გუმბათი ჯგუფი“, რომელსაც აღნიშნულ სფეროში 24 წლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორია აქვს და ფლობს ISO სერტიფიკატს.


კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია უმაღლესი ხარისხი მშენებლობასა და მომსახურებაში, სანდოობა და ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლებთან მიმართებაში.