სამშენებლო დეველოპერული კომპანია ,,გუმბათი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს ჭავჭავაძის გამზირზე გაყიდვების ახალ სივრცეში უმასპინძლებს. ზოგადად, დეველოპერულ სექტორსა და კომპანიაში არსებულ სიახლეებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში “გუმბათი ჰოლდინგის” დირექტორებმა ნატო ბოჭორიშვილმა და სოსო მაჩაიძემ ისაუბრეს.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის და რა მიზნებით გამოჩნდა გუმბათი ქართულ ბაზარზე, რა გამოწვევებს წააწყდით პირველ ეტაპზე და რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

სოსო მაჩაიძე:

“გუმბათი ჰოლდინგი” 2014 წლიდან შემოდის სამშენებლო ბიზნესში და უკვე შვიდი დასრულებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორისაა ,ვერეს უბანი“ – ბიზნეს ცენტრი ვერაზე, ,,ბულვარის კარიბჭე“ ბათუმში, რამდენიმე პროექტი არის ასევე ბაკურიანში. ახლა ყველაზე მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ „ვაკე რეზიდენსი“ ვაკეში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ვვარაუდობთ, რომ ისევე წარმატებით დასრულდება „ვაკე რეზიდენტის“ პროექტი ჩვენი კომპანიის მიერ, როგორც სხვა დანარჩენი პროექტები განხორციელდა. „ვაკე რეზიდენსი“ იმიტომაცაა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომ ჩვენ ამ პროექტში ძალიან დიდი რესურსი გვაქვს ჩადებული. პროექტის განხორციელება 20 წლის წინ დაიწყო. შემდეგ 2008 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის გამო შეჩერდა და 200-მდე დაზარალებული ადამიანი დარჩა ამ პროექტში. ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო ამ პროექტში შესვლა და განხორციელება. დაახლოებით 200-მდე მობინადრე ჰყავდა პროექტს, რომლებიც ამდენი წელი ელოდებოდნენ თავიანთ სახლს. ჩვენმა კომპანიამ აიღო ეს ვალდებულებები და ინდივიდუალური კომუნიკაცია გვქონდა მათთან. მთლიანი პროექტი მოერგო 200-მდე ადამიანის მოთხოვნებს და ამავე დროს, მოერგო იმ თანამედროვე პრინციპებს, რომლებიც უკვე სამშენებლო ბიზნესს აქვს. ბევრი მომხმარებელია უკვე დაინტერესებული ამ პროექტით და მათ ბევრ სიახლეს ვთავაზობთ.

რა სერვისებია დღეს მოქალაქეთათვის დეველოპერულ ბაზარზე? ვგულისხმობ გაყიდვების სივრცეებს ან სხვა სახის მომსახურებას. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საკითხზე?

ნატო ბოჭორიშვილი:

გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ცალკე სივრცე მომსახურებისთვის, გაყიდვების ოფისი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე N33-ში გაიხსნა. სივრცე მოვაწყვეთ მყუდროდ და თანამედროვედ. აქ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ “ვაკე რეზიდენსი”-ს პროექტის დიდი მაკეტი და ისე შეარჩიონ ბინა, სურვილის შემთხვევაში. გაყიდვების ოფისში სივრცე გავყავით როგორც გაყიდვების სივრცე, ასევე მოსვენების/ლოდინის სივრცე. არის შეხვედრების ოთახიც.

რა ტიპის მომხმარებლები არიან უფრო აქტიურები სამშენებლო ბაზარზე? რა სეგმენტზე მუშაობთ ძირითადად? და რა ტიპის ბინები იყიდება ძირითადად?

სოსო მაჩაიძე:

მომხმარებელი თვითონ გვაძლევს საშუალებას, რა უნდა მივაწოდოთ მათ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიცოდეთ, რა სჭირდება მომხმარებელს. მომხმარებელი დღეს მინიმალიზმზეა ორიენტირებული, რომ მაქსიმალურად იყოს მასზე მორგებული კომფორტული გარემო, მწვანე სივრცე ეზოში, რაც „ვაკე რეზიდენსში“ განხორციელდა. საკმაოდ დიდი რეკრეაციული ზონებია ჩვენთან, ტერასები, ეზო, მორგებულია იქ მცხოვრებ ადამიანებზე. თან შუაგულ ვაკეში მწვანე სივრცე დიდი პლუსია ნებისმიერი პროექტისთვის და მით უმეტეს “ვაკე რეზიდენსი”-თვის.

ნატო ბოჭორიშვილი:

“ვაკე რეზიდენს”-თან დაკავშირებით, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან სულ რაღაც 100 მეტრში მდებარეობს, თვითონ სივრციდან და ლოკაციიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ ის, რომ თითქმის 600-მდე ავტოსადგომი აქვს კომპლექსს, რაც ბევრ საჭირბოროტო საკითხს გადაწყვეტს ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. პირველი კომპლექსი იქნება, რომელსაც ექნება შუა სართულზე დიდი 6-მეტრიანი ტერასა მთლიანი განაშენიანების ფართობზე და ეს იქნება ის სივრცე, სადაც შეძლებს მოსახლეობა, რომ სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები გამოიყენოს ამ ტერიტორიაზე.

“გუმბათი ჰოლდინგის” შიდა სამუშაო გარემოს შესახებაც ვისაუბროთ. მოგვიყევით დასაქმებულთა შესახებ და თქვენი პრიორიტეტების შესახებ ამ მიმართულებით.

სოსო მაჩაიძე:

“გუმბათი ჰოლდინგის” შიდა სამუშაო სივრცე პირველ ეტაპზე აწყობილია გუნდურობაზე. ჩვენი გუნდი ყოველთვის ვმუშაობთ ერთად, რაც ძალიან კომფორტულია და საკმაოდ კარგი და მაღალკვალიფიციური კადრები გვყავს, რომლებიც მარტივად უმკლავდებიან ყველა სირთულეს, რომელიც გვხვდება. ვფიქრობთ, რომ ამ გუნდთან ერთად შეუძლებელი არაფერია და ამიტომ მივდივართ წინ.

პანდემიის შედეგად არაერთი კომპანია დაზარალდა ფინანსურად. ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი. რა გავლება იქონია სამშენებლო სექტორზე და რა ტიპის გამოწვევებს წააწყდით თქვენ და როგორია კრიზისის დაძლევის გზები?

ნატო ბოჭორიშვილი:

პანდემიის პერიოდი ყველა სექტორისთვის მძიმე იყო, მაგრამ სამშენებლო სექტორი სხვა სექტორებისგან განსხვავებით, სწრაფად რეაბილიტირდა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა პროექტები დააინიცირა. ანუ სწორედ პანდემიის პერიოდში მოხდა ძალიან აქტიური სამუშაოების განხორციელება სწორედ “ვაკე რეზიდენსი”-ის მიმართულებით. პანდემიის პერიოდი ჩვენ ძალიან სასარგებლოდ გამოვიყენეთ. მშენებლობაც ამ პერიოდიდან დაიწყო. ეს მიტოვებული მშენებლობა იყო, ამიტომ აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ არსებული კონსტრუქციები სრულად დაგვენგრია და მშენებლობა დავიწყეთ მინუს სამი სართულიდან. დღეისათვის, დაახლოებით 7 სართულამდეა აშენებული და პარალელურად მიმდინარეობს ბლოკების მშენებლობა.

სამშენებლო მასალების ფასები გაიზარდა. მომხმარებელთა ქცევაზე რამდენად აისახა ან ზოგადად თუ იმოქმედა ამან კომპანიის მიერ დადგენილ ფასებზე?

სოსო მაჩაიძე:

მინიმალისტურად გავზარდეთ უკვე აშენებული ფართების ფასი. „ვაკე რეზიდენს“-ს რაც შეეხება, მივყევით დადგენილ ფასს. კორპუსს ვაშენებთ ჩვენივე მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის და ვითვალისწინებთ ყველა იმ გამოწვევას, რაც მათ წინაშე დგას და მაქსიმალურად ვცდილობთ, მათთვის მისაღები იყოს ყველა ის ბინა, რომელსაც მათთვის ვაშენებთ.

როგორ კონტროლდება მშენებლობის ხარისხი დეველოპერულ ბაზარზე? რა ხდება ამ მიმართულებით?

ნატო ბოჭორიშვილი:

ამ მხრივ, საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. პროექტის შეთანხმება გახდა უფრო დეტალიზებული, რაც საშუალებას იძლევა, რომ ბევრი ნიუანსი დაიგეგმოს წინასწარ და პლუს არის გარკვეული მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მშენებლობა. გვყავს სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ , რომელიც მშენებლობას ახორციელებს ხარისხიანად და ამაში იგულისხმება ის, რომ გვაქვს ხარისხის მართვის დეპარტამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება შემოწმება სამშენებლო პროცესის თავიდან ბოლომდე, მასალის ხარისხიდან დაწყებული, დასრულებული სამუშაოების შესრულების ხარისხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქტიურია დღეს მაღალ სართულიანი მშენებლობები. აქედან გამომდინარე, კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერებულია და ვფიქრობთ, რომ ხარისხობრივ ჭრილში ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით ვართ და ვაშენებთ ხარისხიან კომპლექსს.

როგორ ხედავთ სამომავლოდ სამშენებლო ბაზარს ქვეყანაში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სოსო მაჩაიძე:

სამშენებლო სექტორის განვითარება მიმდინარეობს ბოლო წლებია და ვფიქრობთ, წარმატებები გვექნება ამ კუთხით. „ვაკე რეზიდენსი“-ის განხორციელების პერიოდში, ჩვენ ვგეგმავთ სხვა პროექტების განხორციელებასაც, რომელიც ასევე კომფორტული და მწვანე იქნება, როგორც „ვაკე რეზიდენსია“.

https://fortuna.ge/fortuna/show-archive/vake-rezidensi-momkhmarebelze-morgebuli-komfortuli-garemo-mwvane-sivrceebit-gumbati-holdingisgan?fbclid=IwAR0ddxtiVtt0oxZOWaLSHWB8R4ghQfpaYMS4muOBATD6fxiXV4BOnPykaJc

Так же интересно